თასის გათამაშების 1/4-ფინალისა და 1/2-ფინალის თარიღები ცნობილია

AutoSharing Option
კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების უახლოესი მატჩების კალენდარი ცნობილია.

ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს "ბათუმი" და "სოხუმი" შეხვდებიან, 13 მარტს ბათუმში, 18:00 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება თასის გათამაშების ბოლო მეოთხედფინალურ მატჩს, რომელშიც საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული "ვითა" "დინამოს" დაუპირისპირდება, შეხვედრა 30 მარტს, თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, 19:45 საათზე გაიმართება.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული