"ჰიუსტონმა" ლიულს დაუმიზნა

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსი" სერიოზულად აპირებს კონტრაქტის გაფორმებას მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ ლიდერთან სერხიო ლიულთან.

ესპანელი 2009 წლის დრაფტზე 34-ე ნომრად აირჩია "დენვერ ნაგეტსმა", მაგრამ, ახლა, კალათბურთელზე უფლებები "ჰიუსტონს" გააჩნია.

იტყობინებიან, რომ კონტრაქტის გაფორმების გეგმები მომავალი ზაფხულისთვის გადაიდო. "ჰიუსტონის" მენეჯმენტი ცდილობდა ესპანელთან მოლაპარაკებას ამ ზაფხულს, როცა კალათბურთელს სამწლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ 24 მილიონი დოლარი შესთავაზა, მაგრამ ლიულმა უარყო ამგვარი ვარიანტი და "რეალთან" მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

თავად სერხიო არ გამორიცხავს მომავალში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გადასვლას. "არ მაქვს დახურული NBA-ის კარი, თუმცა, დღეს, "რეალთან" ერთად
ტიტულების მოგებაზე ვარ კონცენტრირებული", - განაცხადა ლიულმა.

დავამატებთ, რომ ევროლიგის გასულ გათამაშებაში ლიულმა 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 10.4 ქულა და 5.8 შედეგიანი პასი დააროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული