საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ვარჯიში კლაიპედაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ლიტვური შეკრება გრძელდება. ქალაქ კლაიპედაში 31 ივლისს ჩასული ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ევრობასკეტის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს, რომელიც 4-5 აგვისტოს გაიმართება.

მანამდე კი საქართველოს ნაკრები კლაიპედის უნივერსიტეტის დარბაზში ვარჯიშობს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ზუროსი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას კომბინაციებზე ამახვილებს და იმ ტაქტიკას არჩევს, რომელსაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დაეყრდნობა. 2 აგვისტოს ჩატარებულმა ვარჯიშმაც კომბინაციის გათამაშებაში ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვის საერთაშორისო ტურნირში 4 აგვისტოს ლატვიას შეხვდება, ხოლო მეორე ნაევარფინალში
ლიტვა და პოლონეთი ითამაშებენ. ლატვიასთან შეხვედრა თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული