საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიასთან პირველი ტაიმი წააგო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ლიტვის ქალაქ კლაიპედაში საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში პირველ მატჩს ლატვიის ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებთ - 33:39.

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე ილიას ზუროსის გუნდმა პირველი მეოთხედი 15:17 დათმო, მეორეში კი მდგომარეობა ვერ გამოასწორა და დიდ შესვენებაზე სხვაობამ 6 ქულა შეადგინა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო 10 ქულით, 6-6 ქულა მოაგროვეს გიორგი ცინცაძემ და თორნიკე შენგელიამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან გაგვიჭირდება ჯგუფიდან გასვლა. ზაზა რა თქმა უნდა გაგვაძლიერებს, მაგრამ არ მგონია იმდენად, რომ ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ. მთავარია მთლად უიმედოდ არ ვიქნებით
andro
19:34 04-08-2017
3
ლეჟავა ამ გუნდის მასაჟისტია, ტრენერია, თუ რამე პოსტი აქვს? თამაშიტ ეგ არ თამაშობს და...
andro
19:29 04-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული