თბილისის მერიის თასი 11 და 13 აგვისტოს გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 და 13 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერიის თასზე, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს დედაქალაქს ჩეხეთის ეროვნული გუნდი ეწვევა, რომელიც თბილისის მერიის თასის ფარგლებში ორჯერ დაუპირისპირდება ჩვენს ნაკრებს. ტურნირის გამარჯვებული გუნდი მოგებებისა და ბურთების უკეთესი შეფარდების მიხედვით გამოვლინდება.

აგრეთვე საქართვველოში ჩამოვა ევრობასკეტის საჩემპიონო თასი, რომელიც 13 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში, ჩეხეთი-საქართველოს მატჩზე იქნება წარმოდგენილი.

თბილისის მერიის თასის ორივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და მათზე დასწრება გულშემატკივრებისთვის თავისუფალი იქნება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც მახსოვს 4 ნაკრებს უნდა მიეღო (როგორც ყოველთვის) მონაწილეობა?!
s.k.
20:19 04-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული