დღის კარიკატურა: ალაფით ლიტვიდან

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ნახევარფინალში ლატვია დაამარცხა, ხოლო ფინალში მასპინძელ ლიტვას სძლია.

- ლიტვის ტურნირი: მივედით, გავიმარჯვეთ, ვნახეთ - მებრძოლი სული [VIDEO]

შეჯიბრების დასრულების შემდეგ ყველა პრიზი ქართველებს ხვდათ წილად: ტურნირზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა საჩემპიონო ჯილდო ჩაიბარა, თორნიკე შენგელია ფინალის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა, ხოლო გიორგი შერმადინი ტურნირის MVP-ად აღიარეს.

წარმატება სასიამოვნოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გახლდათ მოსამზადებელი ტურნირი ევრობასკეტისკენ მიმავალ გზაზე. სხვათა შორის, 31 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატს სწორედ ლიტვასთან მატჩით გავხსნით.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Saocrad azriani karikaturaa :))))))
Dero
09:52 08-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული