ილიას ზუროსი: ჩვენი მთავარი მიზანი დაცვის გაძლიერებაა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თბილისის მერიის თასზე ჩეხეთთან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

11 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 87:76 დაამარცხა.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [VIDEO]

"პირველ რიგში ტრადიციულად ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს გადავუხდი მადლობას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ასეთ ცხელ ზაფხულში.

დღეს ჩვენ კარდინალურად განსხვავებული თამაში ვითამაშეთ, რადგან ვეთამაშეთ ისეთ კარგად გაწვრთნილ გუნდს, რომლის მსგავსი მანამდე არ გვყოლია. ძალიან კარგი 3-ქულიანების სროლა შეუძლიათ ჩეხეთის გუნდის მოთამაშეებს. მაღალი მოთამაშეებიც წარმატებულ სროლებს ახორციელებდნენ პერიმეტრიდან.

ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. დღეს ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე კომბინაცია, რომელიც ვარჯიშებზე არ დაგვიმუშავებია. სანამ ათენის ტურნირზე წავალთ, უნდა დავხვეწოთ და აღვმოვფხვრათ ის პრობლემები დაცავასა და შეტევაში, რაც დღეს გვქონდა. წინ კიდევ 20 დღე გვაქვს და ევრობასკეტამდე კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მთავარი მიზანი დაცვის გაძლიერებაა.

სამწუხაროდ ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება ბექა ბურჯანაძე. სამაგიეროდ დაგვემატება ილია ლონდარიძე, რომელმაც ვარჯიშებსა და მოსამზადებელ პერიოდში ძალიან კარგად გამოიჩინა თავი და ვფიქრობ, იმსახურებს შანსს", - განაცხადა ბერძენმა სპეციალისტმა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ლონდარიძეს უფრო მეტი სათამაშო დრო , რომ მიეცეს არ ჯობია ? თუნდაც ბითაძეს .
ცოტა შებოჭილი მეჩვენება ბითაძე , ანუ მეტისმეტად დაძაბული გამოდის პარკეტზე . ადაპტაციისათვის კი , უფრო მეტად უნდა მივცეთ სათამაშო დრო ერთსაც და მეორესაც.
ბესო72
16:29 12-08-2017
0
ლონდარიძეც კარგია და ბითაძეც,ორივე მებრძოლია - და აუცილებლად უნდა ითამაშოს,მაგრამ გაგვარკვიეთ- რ ა ტ ო მ არ შეყავთ ნაკრებში 2.23 სმ-ის მქონე მგონი ათუაშვილი,ბოლო-ბოლო ცენტრში ბურთს არ დათმობს და არც საშუალო მანძილებიდან არის ცუდად:
მგონია-ბოისა,მეტრეველს და ბექაურს ნამდვილად აჯობებს.
თუ არასწორად ვმსჯელობ,გაგვარკვიეთ.
glaxuna
15:20 12-08-2017
2
მარტალია ერტხელ მაინც ატამაჰეტ ატუასვილი
levani56
14 აგვისტო 2017 19:28
0
რა ათუაშვილი, ღადაობ? :დ ზარალი იქნება ნაკრებში, თან რაში გჭირდება როცა ფაჩულია, შერმადინი გყავს, ბოისა საჭირო ჯარიმებს მიანც აიღებს
გუგა
12 აგვისტო 2017 20:07
0
სიახლეები პოპულარული