ზაზა ფაჩულია: მოედანზე უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ თბილისის მერიის თასზე ჩეხეთთან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

11 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 87:76 დაამარცხა. ნაკრებში დაბრუნებულმა NBA-ს ჩემპიონმა 14 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.

- საქართველოს კალათბურთელთა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [VIDEO]

"ვფიქრობ რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ძალიან კარგი ნაკრები გვყავს. ჩეხეთის ნაკრებს გამოკვეთილი ცენტრი არ ყავთ და ეს გამოვიყენეთ.

ყველას ვერ შეაჩერებ, თუმცა მთელი თამაშის განმავლობაში საკმაოდ დამაჯერებლად ვითამაშეთ. მთავარია გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ მოედანზე უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, დაცვაში განსაკუთრებით. დამერწმუნეთ, რომ კარგი დაცვა თამაშს მოგაგებინებს.

გვაქვს ჩვენი სისტემა და ამ სისტემის მიხედვით ვმუშაობთ. ჩემთვის წელს ნაკრებთან პირველი თამაში იყო და რაც უფრო დრო გავა და მივუახლოვდებით ევრობასკეტს, უფრო წინ წავალთ, უფრო დაიხვეწება თამაშის ხარისხი.

ბექა ბურჯანაძე გამოგვაკლდება, თუმცა ტრავმები სპორტის ნაწილია და ის ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. მთავარია მოირჩინოს ტრავმა, რადგან წინ სერიოზული სეზონი ელოდება ესპანეთში. იმედს ვიქონიებ მალე დაუბრუნდება მოედანს", - თქვა ფაჩულიამ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
აშკარად იმსახურებს კალათბურთი მეტ ყურადღებასა და ჩართულობას ჩვენს ქვეყანაში რაგბთან ერთად!
B-52
12 აგვისტო 2017 15:46
1
წარმატებები ლომებო ევროპაზე! ცუდია, რომ არც ვიკა და არც ბურჯანაძე არ იქნება და 7 კალათბურთელით ვითამაშებთ, რაც ესეთი ტურნირისათვის ძალიან ცოტაა
llcl
12 აგვისტო 2017 15:21
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სიახლეები პოპულარული