საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მერიის თასის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
13 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სპორტის სასახლეში, თბილიის მერიის თასზე ჩეხეთთან მეორე მატჩი გამართა. ილიას ზუროსის შეგირდებმა მეტოქე ანგარიშით 68:64 დაამარცხეს.

პირველი პერიოდი საქართველოს საკმაოდ ცუდად დაიწყო. ქართველი კალათბურთელების უმეტესობას სიზუსტემ აშკარად უმტყუნა. ასევე მოიკოჭლებდა დაცვა და მაღალი იყო ტექნიკური წუნი. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა პირველ პერიოდში 12:19 წააგო.

მეორე პერიოდი საქართველომ უკეთ ჩაატარა და 19:18 მოიგო, თუმცა ტექნიკური წუნი და სიზუსტე ზუროსის შეგირდებმა კვლავ ვერ აღმოფხვრეს. გიორგი შერმადინის შემოსვლა ნაკრებს აშკარად წაადგა. მოედანზე ყოფნის განმავლობაში შერმადინმა 7 ქულა მიითვალა.

მესამე
პერიოდში საქართველოს ნაკრებმა გარდატეხა შეიტანა მატჩის ანგარიშში და 51:47 დაწინაურდა. საბოლოოდ საქართველომ ანგარიშით 68:64 მოიგო და მერიის თასის მფლობელი გახდა.

სპორტის სასახლე. მერიის თასი
საქართველო-ჩეხეთი 68:64
12:19, 19:18, 20:10, 17:17

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ასევე საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 87:76 დაამარცხა.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
ევრობასკეტზე ასეთი მოკლე სკამით შანსი არ გვაქვს, ამას თუ დავუმატებთ მაკკოიშვილ- სანაძის არასტაბილურობას და ცინცაძის ზვარგადასულ შეცდომებს, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს შედეგი.
avtandil
12:01 15-08-2017
0
მოსამზადებელ პერიოდში უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა ეძლეოდეს მათ, ვისაც ზუროსი მოიაზრებს შვიდეულთან ერთად. გუშინდელი თამაში კი მზადების ერთერთი საფეხურია და ნუ ვიქნებით ნამეტანი მკაცრები.
guri
11:12 14-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული