კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მერიის თასის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
13 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სპორტის სასახლეში, თბილიის მერიის თასზე ჩეხეთთან მეორე მატჩი გამართა. ილიას ზუროსის შეგირდებმა მეტოქე ანგარიშით 68:64 დაამარცხეს.

პირველი პერიოდი საქართველოს საკმაოდ ცუდად დაიწყო. ქართველი კალათბურთელების უმეტესობას სიზუსტემ აშკარად უმტყუნა. ასევე მოიკოჭლებდა დაცვა და მაღალი იყო ტექნიკური წუნი. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა პირველ პერიოდში 12:19 წააგო.

მეორე პერიოდი საქართველომ უკეთ ჩაატარა და 19:18 მოიგო, თუმცა ტექნიკური წუნი და სიზუსტე ზუროსის შეგირდებმა კვლავ ვერ აღმოფხვრეს. გიორგი შერმადინის შემოსვლა ნაკრებს აშკარად წაადგა. მოედანზე ყოფნის განმავლობაში შერმადინმა 7 ქულა მიითვალა.

მესამე
პერიოდში საქართველოს ნაკრებმა გარდატეხა შეიტანა მატჩის ანგარიშში და 51:47 დაწინაურდა. საბოლოოდ საქართველომ ანგარიშით 68:64 მოიგო და მერიის თასის მფლობელი გახდა.

სპორტის სასახლე. მერიის თასი
საქართველო-ჩეხეთი 68:64
12:19, 19:18, 20:10, 17:17

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ასევე საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 87:76 დაამარცხა.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ