საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთში საბერძნეთი დაამარცხა!

AutoSharing Option
23 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში დაწყებულ საერთაშორისო ოთხთა ტურნირში "აკროპოლისის თასზე" პირველი მატჩი მასპინძელ საბერძნეთის ნაკრებთან გამართა და გამარჯვება იზეიმა – 72:71.

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა არცთუ დამაჯერებლად დაიწყო და პირველი პერიოდი 10–ქულიანი სხვაობით დათმო (8:18), თუმცა მეორე მეოთხედი უკეთესად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე მასპინძლების უპირატესობა 3 ქულამდე დავიდა – 37:34.

მეორე ტაიმი ილიას ზუროსის გუნდმა შესანიშნავად წარმართა და მესამე მეოთხედის წინ ანგარიშში უპირატესობაც მოიპოვა – 53:52.

ბოლო ათწუთეული დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ანგარიშში მცირე უპირატესობას
მასპინძლები ფლობდნენ, მატჩის დამთავრებამდე 16 წამით ადრე კი გიორგი ცინცაძის 3–ქულიანმა საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გაიყვანა – 72:71.

დარჩენილ დროში მასპინძლების შეტევა უშედეგო აღმოჩნდა და შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოუგო საბერძნეთს.

ათენის დარბაზში ყველაზე მეტი – 23 ქულა გიორგი შერმადინმა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნაც მიუმატა. ორმაგი დუბლი შეასრულა თორნიკე შენგელიამ – 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი. გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 13 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასია. 9 ქულა შემატა გუნდს მანუჩარ მარკოიშვილმა.

მანამდე ტურნირში ერთმანეთს იტალიისა და სერბეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც ამ უკანასკნელთა გამარჯვებით, ანგარიშით 73:65 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 24 აგვისტოს, სერბეთთან გამართავს, საბერძნეთი კი იტალიას შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მინდა პირობითად შევადგინო ორი გუნდი(ამპლუას მნიშნელობას არ ვანიჭებ),საბჭოთა და დამოუკიდებელი საქართველოსი.შეიძლება არ დამეთანხმოთ ან ვინმე გამომრჩეს რისთვისაც გიხდით ბოდიშს.მაშ ასე,საბჭოთა გუნდი:ო.ქორქია,მინაშვილი,ინწკირველი,სხირელი,უგრეხელიძე,მოსეშვილი,მ.ქორქია,საკანდელიძე,დერიუგინი,დარსაძე,გურასპაული,გრძელიძე. დამოუკიდებელი საქართველოს გუნდი:ნაცვლიშვილი,სტეფანია,თორთლაძე,ქარაბაქი,ვ.ბოისა,ცქიტიშვილი,ფაჩულია,სანიკიძე,ცინცაძე,შერმადინი,შენგელია,მარკოიშვილი. რას ფიქრობთ?
1
http://superleague.ge/ge/player/?lang=ge&id=42&s=gbg აი ანატოლი ბოისას ანატოლი ბოისას სტატისტიკა.სუპერ ლიგის ფინალურ მატჩზე ჩააგდო 4. 5 და 2 ქულა , სამ თამაში ჩააგდო 11 ქულა და აიყვანეს კოტიკო ტუღუშმა და ვოვა ბოისამ ნაკრებში. !!! და მისი თანაგუნდელი აკაკი ლომაური. რომელიც იგივე პოზიციაზე თამაშობს .რაზეც ანატოლი ბოისა სუპერლიგის ფინალურ თამაშებში ჩააგდო 6. 10 და 12 ქულა .აქედან 11 სამქულიანიდან 5 ჩააგდო. ანუ სროლა გაცილებით უკეთ შეუძლია. რატომ არის ნაკრებში ანატოლი ბოისააა !!!!

givi19
11:11 24-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული