მ/ჩ. შესარჩევი. II ტური: მაიკლ დიქსონი საუკეთესო მექულეა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მაიკლ დიქსონი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი ტურის შემდეგ საუკეთესო მექულეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ორი მატჩი ჩაატარა, ორივეში დამარცხდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიქსონს საუკეთესო სტატისტიკა აქვს.

მაიკლ დიქსონი ლიდერია პარკეტზე გატარებული დროის მიხედვით. მან ორივე შეხვედრაში 73 წუთი ითამაშა, საშუალოდ 36.6 წუთი. მე-12 ადგილზეა მერაბ ბოქოლიშვილი - 62 წუთი პარკეტზე, საშუალოდ 31.4 წუთი.

მაიკლ დიქსონს ორი ტურის შემდეგ ქულებში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 29.5 ქულას აგროვებს. მან ორი
მატჩის ჯამში 59 ქულა მოაგროვა. 42-ე პოზიციაზეა მიხეილ ბერიშვილი, საშუალოდ 13 ქულით.

დიქსონი შეხვედრაში ყველაზე მეტი მოპოვებული ქულითაც პირველ ადგილზეა. სერბეთთან მან 36 ქულა დააგროვა. მის მდევარ ისლანდიელ მარტინ ჰერმანსონს 29 ქულა აქვს დაგროვებული.

3-ქულიანების სროლის სიზუსტით გამორჩეული მერაბ ბოქოლიშვილია, რომელიც მე-7 ადგილზეა. მას 75%-იანი მაჩვენებელი აქვს, 8 მცდელობიდან 6 ჩააგდო.

ქართველებიდან მდევარი მიხეილ ბერიშვილია, რომელსაც 61.5%-იანი მაჩვენებელი აქვს: 13 მცდელობიდან 8 ზუსტი.

ჯარიმების სროლის სიზუსტით მაიკლ დიქსონი მე-14 ადგილზეა 94.1%-იანი მაჩვენებლით. მან 17-დან 16 ჯარიმა ჩააგდო.

დიქსონი ასევე პასებითაც გამოირჩევა. ამ მაჩვენებლით ის მე-3 პოზიციაზეა. ორივე შეხვედრაში მის ანგარიშზე 14 პასია. მე-16 ადგილზეა მანუჩარ მარკოიშვილი, 9 პასით.

მიღებული ჯარიმების რაოდენობით მე-2 ადგილზეა მანუჩარ მარკოიშვილი, ორ შეხვედრაში მის ანგარიშზე 9 ჯარიმაა. ერთით ნაკლები აქვს გოგა ბითაძეს, რომელიც მე-8 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Dixon is our brother!..
0
მადლობა მაიკლ დიქსონს და ყველა ქართველ კალათბურთელებს ვინც სული და გული ჩადო ამ ორ თამაშში მაგრამ თავს ზემოთ ზალა არაა, წარმატებებს გისურვებთ მომავალ თამასებში.
kote
15:56 28-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული