საქართველოს ნაკრებმა იორდანიას მოუგო და ფინალში მონტენეგროს შეხვდება

AutoSharing Option
თბილისის საერთაშორისო თასის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა იორდანია 86:69 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 27:19 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა ბითაძემ. მეორე პერიოდში ზუროსის შეგირდებმა ანგარიში გაზარდეს და პირველი ტაიმი 48:35 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები სრულად დომინირებდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

19 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მამუკელაშვილი იყო, 16 ქულა შენგელიამ ჩააგდო (პლუს 10 მოხსნა და 6 პასი), 13  ბითაძემ, 9-9 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 6-6 მაკფადენმა და შერმადინმა, 2-2 ბექაურმა, ლიკლიკაძემ, ცინცაძემ და ტურძილაძემ, 1 კი
ჯინჭარაძემ.

13 გვისტოს, ფინალში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს შეხვდება, რომელმაც დღეს ირანს 81:66 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ცნობისთვის იორდანიამ აზიაში თავის საკუალიფიკაციო ჯგუფში მოუგო ახალ ზელანდიას და ფილიპინებს ახალი ზელანდიქ კი 26 ადგილასაა. ხოლო რაც შეეხება აზიის რეგიონს ასე სკეპტიკურად ნუ უყურეებთ მათ აზიის ქვეყნებსაც ყავთ საკმაოდ ძლიერი ნაკრებები მაგალითათ იაპონია ინდონეზია ირანი რომელიც ზედიზედ მეოთხედ თამაშობს მსოფლიოზე და 22 ადგილზეა ასევე ყაზახეთსაც საინტერსეო ნაკრები ყაბს რომელიც საკმაოდ პროგრეირებს ასევე აქ არის ლებანი რომელიც ასევე ოთხჯერა მსოფლიოზე გასული და ამ მოსფლიოზეც ითამაშებს და სხვათაშორის წინა სამი მსოფლიო კარგად ჩაატრა პირველ ჯერზე 16 ადგილი მეორე ჯერზე 17 ადგილი და ბოლოზე 20 დარწმუნებულუ ჩვენ ნაკრეგს ამ ადგილების დაკავება ძაან გაუჭირდება. ხომ ასე რომ მთლადაც აზიის რეგიონის ჩამოწერა არ შეიძლეჯა იმის გამო რომ თქვენ არ გაქვთ ამ რეგიონის გუნდებზე ინფორმაცია და სუსტები გგონიათ. ასე რომ იორდანიაც ნორმალურია გუნდია უბრალოდ ჩვენთან ვერ ითამაშეს .მაგ ლოგოკით რომ წავიდეთ ლატვისათან რომ დიდი ანაგარიშით წავაგეთ ანუ ჩვენც ეგეთი გუნდი გამოვდივართ ძაან მაინტერსებს.ასე რომ ბოღმის ნთხევას და ცინიზმით საუბარს მოეშვით და შეირგეთ ეს მოგება
ბნელი გრუზინი
17:38 13-08-2023
0
გეოგრაფია ისწავლეთ და ისე იმსჯელედ იორდანია სად არის და ვისთან ერთად თამაშობს კონტინენტის ჩემპიონატს....
მაშინ გადავიდეთ ჩვენც აზიაში და ყოველთვის გავალთ მსოფლიოზე...ევროპაზე გავდივართ და შედეგი ბოლო ადგილი...ასაკობრივები ხომ საერთოდ.16 ბმა გვასახელეს...ძაან კი მინდა მაგრამ ზუროსის ხელში ფუჭდებიან კალათბურთელები
გიორგი
09:10 13-08-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული