"ეს ქართული კალათბურთისთვის ისტორიული მომენტია" - ილია ზუროსის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატზე კაპე ვერდეს (85:60) დამარცხების შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე ილიას ზუროსმა აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ქართული კალათბურთისთვის ისტორიული მომენტი გახლდათ.

"ეს ქართული კალათბურთისთვის ისტორიული მომენტია. ჩვენი პირველი გამარჯვებაა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში. ძალიან გახარებულები და კმაყოფილები ვართ, თუმცა გვინდა, რომ წინსვლა გავაგრძელოთ. ეს მხოლოდ ტურნირის პირველი მატჩი იყო. დღევანდელის შემდეგ მატჩი სლოვენიასთან გვექნება, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და მომზადება დღევანდელი გამარჯვების შემდეგ უნდა დავიწყოთ".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები სლოვენიას 28 აგვისტოს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული