საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მაიკლ დიქსონი საფრანგეთში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი მაიკლ დიქსონი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს. მან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა "სტრასბურთან", რომელსაც საფრანგეთის ნაკრების თავკაცი ვენსან კოლე წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ დიქსონმა გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა ბერძნულ აეკ-ში, საშუალოდ 14,7 ქულას აგროვებდა. ამ გუნდთან შუა სეზონშივე გაახანგრძლივა კონტრაქტი, რომლის დარღვევა ამ ზაფხულს მოუხდა.

- ძალიან კმაყოფილები ვართ მაიკლ დიქსონის დამატებით. იგი 26 წლისაა და ყოველწლიურად პროგრესირებს. დარწმუნებული ვარ, ევროლიგაზე დიდ დახმარებას გაგვიწევს. მას ფეხებში დინამიტი აქვს, - ასეთი იყო ვენსან კოლეს პირველი კომენტარი.

დიქსონი ამჟამად საქართველოს ნაკრებთან
ერთადაა და აქტიურად ემზადება ევრობასკეტისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული