სპეციალური შოუ სპორტის სასახლეში NBA-ს საჩემპიონო თასის წარდგენაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში, გულშემატკივრებისთვის NBA-ს საჩემპიონო თასის წარდგენის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ თასი თბილისში 6 აგვისტოს ჩამოიტანა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ. სპორტის სასახლეში საკალათბურთო ილეთებით გაფორმებული შოუ გაიმართა.

- ზაზა ფაჩულიამ NBA-ს თასის ოფიციალური წარდგენის ცერემონია 2008 წლის აგვისტოს ომის მეომრების მოგონებით დაიწყო
- ზაზა ფაჩულია: ეს თასი არის ჩვენი, ეს თასი არის საქართველოსი
- გმირი ხარ! -
ზაზა ფაჩულიას ემოციური მიმართვა მეუღლისადმი [VIDEO]

- გიორგი კვირიკაშვილი: ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც ქართული დროშა აფრიალდა

შეკრებილ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა. სპორტსმენის თქმით, ქართველი გულშემატკივრის თანადგომა მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

ღონისძიების დაწყებამდე ზაზა ფაჩულია საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

- პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა უნიათო და უაზრო შოუ იყო. ზაზას საქართველო აშშ ხომ არ გონია, ყველანაირ სისულელეს რომ უყურებენ და იჯერებენ. არცერთი ვეტერანი კალათბურთელი, არცერთი დამსახურებული სპორტსმენი არ გამოჩენილა. "გოლდენ სტეიტი"-ს მოთამაშეების ვიდეოც ძალად ჩაწერილს გავდა და საერთოდ არ იგრძნობოდა მეგობრული დამოკიდებულება. საერთოდაც, მიმაჩნია, ეს ღონისძიება ზედმეტი იყო და თასის წარდგენა თბილისის მერიის თასის ტურნირზე ბევრად ეფექტური და სპორტული იქნებოდა.
მოკლედ, როგორც ჩანს, კოლოსალური ამბიცია აწუხებს ზაზას, რაც ნამდვილად დიდი ნაკლია.
ზალიკო
11:39 10-08-2017
0
დააბრუნეთ ძველი საიტი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
retro
09:23 10-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული