მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" "ბაიერნი" დაამარცხა და ევროთასის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროთასის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ, მე-10 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" სახლში პირველი ტაიმი 10 ქულით წააგო აქამდე დაუმარცხებელ მიუნხენის "ბაიერნთან" (ბავარიულ გუნდთან პირველ წრეში 58:83 განადგურდა), მაგრამ შემდეგ თამაშის შემოტრიალება მოახერხა, 90:82 გაიმარჯვა, 5 მოგებით და ბურთების უკეთესი შეფარდებით მე-3 ადგილზე და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მანუჩარმა 27:42 წუთში 8 ქულა ჩააგდო (4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო). მან 2-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი
24 ქულით მარკოიშვილის თანაგუნდელი ამადეო დელა ვალე გახდა, რომელმაც 9 ქულა ბოლო 5 წუთში ჩააგდო, ხოლო სტუმართა გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ბრეიდონ ჰობსი იყო (15).

შემდეგ ეტაპზე "რეჯიო ემილია" H ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები "ასველი", "უნიკსი" და "ლიმოჟი" იქნებიან. მატჩები 3 იანვრიდან 7 თებერვლამდე ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ მანო,გილოცავ!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული