"ასეთია ზაზა გოგას შემთხვევაში..." - NBA-ის კომენტატორმა ქართველებზე ისაუბრა

AutoSharing Option
დღეს, 21 იანვარს, "ინდიანა პეისერსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" 121:117 სძლია.

გოგა ბითაძემ მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩის მიმდინარეობისას შეხვედრის კომენტატორმა ზაზა ფაჩულიასა და გოგა ბითაძეზე ისაუბრა:

"თამაშამდე ზაზას ვესაუბრე, 2 გზის NBA-ის ჩემპიონს, რომელმაც თქვა, რომ ის და გოგა პატარა ქვეყნიდან არიან- საქართველოდან და როცა ასეთი პატარა ქვეყნის წარმომადგენელს შანსი ეძლევა, ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოს. მან თქვა, რომ 11-12 წლის გოგას თამაშები ჰქონდა ნანახი და ის ყოველთვის
გრძნობდა, რომ მას NBA-სთვის საჭირო უნარები ჰქონდა. ახლა კი ბითაძე აქ არის და 3 წლის წინ პირველ რაუნდში აირჩიეს. ყოველთვის კარგია, როცა გყავს მისაბაძი ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და ასეთია ზაზა გოგას შემთხვევაში".

წყარო: NBA Georgia

მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთო, შენ შეეწიე ჩემს ლამაზ და ძვირფას ერს, ქართველებს!
თენგაბი
21:41 22-01-2022
0
გოგა გისურვებ ზაზასავით წარმატებული იყო და ვინ იცის მომავალში გოლდენ სტეიტში შენც მოიპოვებ ბეჭდებს !!!
გიორგი
12:29 22-01-2022
0

სიახლეები პოპულარული