კალათბურთი

ლეგიონერები

ბრწყინვალე შენგელია და "ვირტუსი" - თოკოს 27 ქულა და მორიგი გამარჯვება ევროლიგაზე

AutoSharing Option
ევროლიგის მე-13 ტურში "ვირტუსმა" "მაკაბის" უმასპინძლა და 100:90 დაამარცხა.

იტალიელთაგან თორნიკე შენგელიამ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 33:52 წუთში 27 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თოკო მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

"ვირტუსი" 9 გამარჯვებითა და 4 მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.

ლუკა ბანკის გაწვრთნილი გუნდი 10 დეკემბერს, "ოლიმპია მილანოს" დაუპირისპირდება.

alt"ბარსელონაც" დაამარცხეს - შენგელიას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

altშენგელია მატჩის MVP გახდა, "ვირტუსმა" კი "ტორტონა" 99:70 გაანადგურა

altშენგელიას 33 წუთი და "ვირტუსის" მარცხი "ბაიერნთან" [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ