შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფე" ვიტორიაში 100:104 დამარცხდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ლიგა ენდესაში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. მეტოქე საკმაოდ ძლიერი "ბასკონია" იყო, რომელსაც ტენერიფელები სტუმრად, ვიტორიაში ეთამაშნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 100:104 წააგეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 28:54 წუთში 13 ქულისა და 6 მოხსნის დაგროვება მოასწრო. გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 3-ჯერ ისროლა და სამივეჯერ ზუსტად. აღსანიშნავია, რომ ის მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

რაც შეეხება შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ "ტენერიფემ" მეტოქეს სამი მეოთხედი მოუგო, მეორე პერიოდში "ბასკონიის" 12 ქულით
წინ გასვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ყველაზე შედეგიანი 27 ქულით "ტენერიფეს" ხაიმე ფერნანდესი იყო, გამარჯვებული გუნდიდან კი 25 ქულით ვანია მარინკოვიჩი გამოირჩა

ამ მარცხის შემდეგ შერმადინის გუნდი 6 მოგებითა და 7 მარცხით მე-11 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს "ტენერიფე" 16 დეკემბერს "მანრესას" წინააღმდეგ გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული