შენგელიას გუნდმა სტუმრად ლიდერ "ბრეშას" მოუგო და სერია A-ში პირველ ადგილზეა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" ძალიან პრინციპული მატჩი მოიგო. ბოლონიელები სტუმრად სერია A-ს ლიდერ "ბრეშას" შეხვდნენ და 14 ქულით, დამაჯერებლად იმარჯვეს – 87:73. სამწუხაროდ, ქართველ ფორვარდს ბოლომდე თამაში არ დასცალდა, ის მოედანზე მეტოქესთან კონფლიქტისთვის მოედნიდან გააძევეს.

შენგელიამ თამაში 18 წუთით მოასწრო, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა.

ბოლონიელები სერია A-ს ლიდერები გახდნენ. შენგელიას გუნდისთვის ეს იყო ძალიან პრინციპული გამარჯვება, რის შემდეგაც "ვირტუსი" "ბრეშას"
მოგება-წაგებებით გაუთანაბრდა და მას ურთიერთშეხვედრების გამო გადაასწრო. ბოლონიელებსა და ბრეშელებს 24 ტურის შემდეგ 17 მოგება და 7 მარცხით აქვთ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
წამები იყო დარჩენილი,როცა გააძევეს.თანაგუნდელს მეტოქემ უხეშად ჰკრა ხელი და მგონი მწვრთნელი იყო,მას მიანარცხა.რა თქმა უნდა თანაგუნდელს გამოექომაგა.იმ მომენტში,ვირტუსი 19 ქულით იგებდა და ძირითადის ბიჭები,უკვე დიდი ხნის შეცვლილები ჰყავდა მწვრთნელს.
სოსო
18:08 26-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული