ბიონსეს "ჰიუსტონის" თანამფლობელობა უნდა

AutoSharing Option
ცნობილი მომღერალი ბიონსე, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების რეიტინგში მეორე ადგილზეა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიის კლუბ "ჰიუსტონ როკეტსის" აქციათა შეძენას აპირებს, - იტყობინება Bloomberg.

გარიგების თანხა და აქციათა რაოდენობა, რომლის შეძენასაც მომღერალი აპირებს, უცნობია.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ "ჰიუსტონის" მფლობელი ლესლი ალექსანდერი გუნდის გაყიდვას გეგმავს. მან "როკეტსი" 1993 წელს 85 მილიონ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც, კლუბმა NBA-ს ჩემპიონობა ორჯერ (1994, 1995) მოიპოვა.

აღვნიშნავთ, რომ ბიონსეს მეუღლე Jay-Z ადრე "ბრუკლინ ნეტსის" თანამფლობელი იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული