ჯონ უოლი: ჩემი შვილების შვილების შვილებს ყველაფერი წესრიგში უნდა ჰქონდეთ

AutoSharing Option
"ვაშინგტონის" ლიდერმა, გამთამაშებელმა ჯონ უოლმა ორიგინალურად და ლამაზად ილაპარაკა იმ 207 მილიონ დოლარზე, რომელსაც ის უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში გამოიმუშავებს. კერძოდ, NBA-ის ვარსკვლავს დაავიწყდა სიტყვა "შვილიშვილი".

"ჩემი შვილების შვილების შვილებს ყველაფერი წესრიგში უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა უოლმა.

მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ვაშინგტონელი ორ წელიწადში 37.1 მილიონ დოლარს მიიღებს, რის შემდეგაც, ძალაში შევა 4-წლიანი და 170-მილიონიანი ხელშეკრულება.

"ვაშინგტონმა" ჯონ უოლი 2010 წელს, დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული