"კლიპერსმა" ბრჭყალები გამოაჩინა? კალიფორნიელების ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" 132:127 დაამარცხა.

კავაი ლეონარდმა თავი 34 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

ჯეიმს ჰარდენმა და პოლ ჯორჯმა 20-20, ივიცა ზუბაცმა კი 18 ქულა დააგროვეს.

"ტრეილბლეიზერსის" შემადგენლობიდან ანფერნე სიმონსმა გუნდს 38, ხოლო შაედონ შარპმა 27 ქულა შესძინა.

ამრიგად, "კლიპერსს" ზედიზედ 4, ჯამში კი 12 გამარჯვება და 10 წაგება დაუგროვდა, რითაც დასავლეთში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს, "საკრამენტო კინგსთან" გამართავს.

"პორტლენდი" 6 მოგებითა და 16 მარცხით იმავე დასავლეთში
ბოლოსწინა, მე-14 პოზიციაზე იმყოფება, 15 დეკემბერს კი "იუტა ჯაზს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ ავტორი მაგრად ღადაობს მგონი
ზაზა
14:47 12-12-2023
0

სიახლეები პოპულარული