კავაის 31 ქულა - "კლიპერსმა" "საკრამენტოს" გადაურბინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "საკრამენტო კინგსი" 119:99 დაამარცხა.

კავაი ლეონარდმა 31 ქულა ჩააგდო, ჯეიმს ჰარდენმა და ნორმან პაუელმა - 15-15.

"კინგსის" მხრიდან კიგან მარიმ 17 ქულა დააგროვა, დომანტას საბონისმა 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, დეარონ ფოქსმა კი აქტივში 14 ქულა ჩაიწერა.

"კლიპერსს" 13 მოგება და 10 წაგება აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო შეხვედრას 15 დეკემბერს, "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" გამართავს.

"საკრამენტო" 13 გამარჯვებითა და 9 მარცხით იმავე დასავლეთში მე-5 პოზიციას იკავებს, 15 დეკემბერს კი "ოკლაჰომა
სიტი თანდერს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ ავტორი რა მაგარი კაცია, როგორ უყვარს კლიპერსი ან სასწაულად ღადაობს
ზაზა
13:00 13-12-2023
0

სიახლეები პოპულარული