ზაზა ფაჩულია: ვეცდები, ღირსების ორდენი ღირსეულად ვატარო

AutoSharing Option
ეს ჯილდო დიდი პატივია ჩემთვის, - ამის შესახებ ზაზა ფაჩულიამ პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

- პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა
- "ზაზა არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ წარმატების მაგალითია, არამედ მაგალითია მოქალაქეობის"

"რაც გამიკეთებია ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად გულით გამიკეთებია და ასეთ რაღაცას არ ველოდებოდი. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი გიფასებს იმ შრომას, ყველა იმ საქმეს, რასაც აკეთებ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის.

ვეცდები, რომ ეს ღირსების ორდენი ვატარო ღირსეულად ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა ფაჩულიამ.

საქართველოში კალათბურთის
განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი პირადად გადასცა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ ზაზა მართლაც ღირსეული კაცი ხარ ! საქართველო ამაყობს შენით!
gocha juve
15:03 07-08-2017
0
ძველი დიზაინი დააბრუნეთ! რა უნიჭობაა ეს რა არის!!! მეტი გემოვნება არ გაქვთ?
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული