"ფაქტია, არაფერი იცვლება" - ლებრონი ნევადის შტატში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა ოთხშაბათს ლას-ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა. 

მოგეხსენებათ, სროლის შედეგად კამპუსის ტერიტორიაზე მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა. CNN-ი პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დამნაშავეც მკვდარია. 

"პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ამ ამბავთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. 

ყველაფერი ბრუნდება იქ, რაზედაც ადრე ვისაუბრე. ჩვენ ისევ იარაღის თემის გარშემო ვტრიალებთ, იმავე შინაარსის სიახლე ყოველდღე, არაფერი იცვლება. სასაცილოა, წარმოუდგენელია, იარაღის შოვნა ასე მარტივად შეგიძლია, კანონმდებლობაში კი არაფერი იცვლება. ჩვენ ვკარგავთ ა
დამიანებს სასწავლებლებში, სკოლებში, მაღაზიებში, კინოთეატრებსა და სხვა დაწესებულებებში. 

ფაქტია, არაფერი იცვლება, საშინელებაა, იარაღის ფლობა უმარტივესი გახდა" - განაცხადა ლებრონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული