"არმაზი" მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნით გაძლიერდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში სექტემბრის პირველ დეკადაში დაიწყება. სატრანსფერო სეზონი კი, უკვე დაიხურა და საბოლოო სურათი, როგორ გამოიყურება უმაღლესი ლიგის გუნდების შემადგენლობები, აგვისტოს შუა რიცხვებში გვეცოდინება.

იქამდე კი, თბილისის "არმაზის" ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა იმ ახალი მორაგბეების ვინაობა, რომლებიც ახალი სეზონიდან ამ გუნდის კვართს მოირგებენ. მათ შორისაა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ორ წევრი, რომლებმაც ახლახან დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზეს. ესენია: ილია სპანდერაშვილი და გიორგი კვესელაძე. ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მგეზავი რეზო ჯინჭველაშვილი და საქართველოს შვიდკაცა ნაკრების წევრი ალექსანდრე ხუციშვილი.

მათ გარდა
"არმაზთან" კონტრაქტები გააფორმეს: ვაჟა თაგაურმა, თენგო გიგოლაშვილმა, ბექა გუგეშაშვილმა, ლაშა მამუჩარაშვილმა, ბექა ფრუიძემ და ზურაბ გოგლიჩიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული