საქართველოს უახლოეს სამ წელიწადში ექვს ერში მიიღებენ?

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში ქართულ რაგბის ყველაზე დიდი მხარდამჭერი უთუოდ ვიცე-პრეზიდენტი აუგუსტინ პიშო ჰყავს. არგენტინელმა კვლავ შეახსენა სარაგბო საზოგადეოებას, რომ საქართველო ექვსი ერის პირველობას იმსახურებს.

პიშომ ბრიტანულ "ტელეგრაფს" ინტერვიუ მისცა, სადაც მან განაცხადა:

"თუ მხოლოდ ფულზე ვფიქრობთ, მაშინ მსოფლიოს თასზე მხოლოდ 10 გუნდი უნდა გამოდიოდეს. მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ ამისთვის ხომ არ ვართ? რა თქმა უნდა, არ ვარ გულუბრყვილო და ბიზნესი უნდა გაიზარდოს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რაგბი.

მსურს, რომ ექვსი ერის ორგანიზაციამ გაუხსნას კარი საქართველოს, ხოლო რაგბის ჩემპიონატმა - იაპონიას", - განაცხადა პიშომ.

პიშო აგრეთვე მომხრეა, რომ ამერიკის თასზე დაემატოს მექსიკის ნაკრები. მართალია, პიშოს არ დაუსახელებია, როდის შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები მისი მანდატის მოქმედების ვადაში უნდა დაიწყოს. პიშო მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი კიდევ სამი წლის ვადაში იქნება.
როგორც ნატოში მიგიღეს ისევე იქნება ექვს ერში მიღება, თქვენც იოცნებეთ ოცნებას კაცი არ მოუკლავს
nini
15:14 15-08-2017
0
მე ფრანგულად წავიკითხე და საქართველო სათაურშივე არის ნახსენები. სტატიაში ყველაფერი ზუსტად წერია.
gogig
16:45 21-07-2017
0
Zangura რაგბის ჩემპიონატი არის ე.წ. 4 ერი სამხრეთ ნხევარსფეროში (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა)
DavitGH
09:52 18-07-2017
0
რაგბის ჩემპიონატში, რომელი ტრნირი იგუისხმება? სადაც იაპონიის დამატება სურთ? ვერ მივხვდი
Zangura
02:33 18-07-2017
0
ინგლისურში არ ვიცი როგორ ეწერა მარა ფრანგულ საიტზეა შემდეგი სტატია. შეგიძლია გუგლში თარგმნო http://www.rugbyrama.fr/rugby/6-nations/2017/agustin-pichot-souhaite-integrer-la-georgie-au-6-nations-et-le-japon-au-rugby-championship_sto6256411/story.shtml
omari
19:10 17-07-2017
0
სტატიის ავტორს ვეტყოდი შემდეგს: რაგბის მოყვარულები ამ სტატიას ყველანაირი სათაურის გარეშე წავიკითხავდით, იმიტომ რომ ისედაც გვიყვარს რაგბი. თუმცა თქვენმა შექმნილმა სათაურმა ჩვენში სიბრაზე და იმედგაცრუება გამოიწვია. იმუშავეთ საკუთარ თავზე!
levo
18:53 17-07-2017
0
ინგლისურად წავიკითხე ეს სტატია და იმას საერთოდ იაპონია ეწერა სათაურში და საქართველო ერთ წინადადებაში იყო ნახსენები)))
fraternity-ს
18:51 17-07-2017
0
სათაური აქვს, იტირებ.
fraternity
18:17 17-07-2017
0
მსგავსი სიახლეები
სიახლეები პოპულარული