რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსანთა" მწვრთნელად ლევან მაისაშვილი რჩება

AutoSharing Option
უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელად ინგლისელ რორი ტიგს ან სამხრეთაფრიკელ სვის დე ბრუინს დანიშნავენ. ამაზე განცხადება საქართველოს რაგბის კავშირმა გააკეთა.

"ბოლო პერიოდში უცხოურ და ქართულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ თითქოს ამა თუ იმ სპეციალისტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ დეკემბრამდე, ანუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, "ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბში რაიმე სახის ცვლილება არ იგეგმება".

ასე რომ, საქართველოს ნაკრებს კვლავ ლევან მაისაშვილი გაწვრთნის.