რაგბი. ლეგიონი: ხვალ, "მზარდი არგენტინის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი აგვისტოს ბოლოს დაიწყება. ქართველ მორაგბეთა ფრანგული გუნდები დიდი ხანია ახალი სეზონისთვის ემზადებიან. მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონი" ხვალ "მზარდი არგენტინის" ნაკრებს ეთამაშება.

მამუკა გორგოძე ტულონელთა ძირითად შემადგენლობაშია და მეორე ხაზში ითამაშებს. ეს პოზიცია მისთვის უცხო არ არის, რადგან ფრანგული კარიერის დასაწყისში, "მონპელიეში" სწორედ მეორე ხაზში ირჯებოდა. ახლა, სავარაუდოდ. კარიერის ბოლოსკენ მამუკა ისევ ამ პოზიციას უბრუნდება.

სათადარიგოთა შორისაა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ბადრი ალხაზიშვილი. ეს ძალიან კარგი ამბავია, რადგან, როგორც ჩანს, "ტულონის" თავკაცი ფაბიენ გალტიე მას მძიმე სეზონისთვის ამზადებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული