არგენტინის ნაკრების მორაგბე: ჩემთვის დიდი პატივი იყო გორგოძილასთან დაპირისპირება

AutoSharing Option
ახლახან ქართველ ლეგიონერთა (მამუკა გორგოძე, ბადრი ალხაზიშვილი, ლევან ჩილაჩავა) "ტულონი" ამხანაგურ მატჩში შეხვდა "მზარდი არგენტინის" ნაკრებს (არგენტინა XV) და 24:45 დამარცხდა.

მამუკა გორგოძე ამ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და ხშირად უხდებოდა დუელი არგენტინელთა 21 წლის მესამეხაზელ სანტიაგო პორტილიოსთან. ეს გუნდები არგენტინულ ტუკუმანში კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.

"თამაშის განმავლობაში ბევრჯერ დავუპირისპირდი მამუკა გორგოძეს. გორგოძილასთან დაპირისპირებით ჩემი შესაძლებლობები კარგად გამოვცადე. მიხარია, რომ ასეთი მაღალი დონის მოთამაშეს შევხვდი და მას კიდევ დავუპირისპირდები მოედანზე", - განაცხადა სანტიაგო პორტილიომ.
ზოგიერთების გასაგონად ვიტყვი ... გორგოძეს სახელს აუგად როგორ ახსენებთ ამ კაცის ფჩხილის წონაც არა ხარათ რას ჭორაობთ და ჭკვას რას ასწავლით თვითონ თქვენზე კარგად იცის როგორ მოიქცეს
ზურა
13:00 04-08-2017
0
ახსნა კაცმა,გორგოძეს ვგულისხმობ, რატომ წავიდა და გამიხტებიან ხოლმე და ასწავლიან ჭკუას... რა კონტრაქტზეა ლაპარაკი, 33 წლისაა და მაქსიმუმ ორი წელი ითანაშოს კიდევ კლუბში. შარშან ნოემბერში თუ უყურე თამაშებს არ უნდა გიჩნდებოდეს კითხვა რატომ მიდის. კლუბშიც აღარ თამაშობს ძირითადში...
ბექა
12:25 04-08-2017
0
კლუბში სულ ძირითადშია, თუ ტრამვა არა აქვს
ggg
04 აგვისტო 2017 13:34
0
კლუბში იმიტომ არ თამაშობდა, რომ მწვრთნელი შეიცვალა ბევრჯერ და უკანასკნელი მწვრთნელის დროს ტრამვა ქონდა მიღებული.
დათო
04 აგვისტო 2017 12:39
0
ხო მაგრამ ქართველებს რაში გვარგია? ფორმის პიკში მოტყდნენ ნაკრებიდან ეგ და ზირაქიშვილი. გზა უნდა დავუთმოო. კი მაგრამ მაგის გვერდით უფრო არ გაიზრდებოდნენ ბიჭები? სულ არ ეთამაშა ისე მჯდარიყო სკამზე იმედი იყო მაინც. ან რა მაგალითი მისცა ახალგაზრდებს? კარგი კონტრაქტები იშოვეთ და მორჩაო? რამდენია ნაკრებში მართლა რო უნდა წავიდეს? რა კვირიკაშვილი უნდა იყოს და ეგ არა? ღალატია მდაბიო და უბრალო. რონალდო არაა მაგაზე ნაკლები ვარსკვლავი, არც მაგაზე ნაკლები კონტრაქტი აქვს და ტრამვებიც შეიძლება მიიღოს მაგრამ პორტუგალიის ნაკრებში რო არ ითამაშოს წარმოუდგენელია. უელსთან მაინც ეთამაშათ, რაღაც შანსი იქნებოდა. არ თქვათ რაც მაგან გააკეთა ის გააკეთეო.
დიტო
23:47 03-08-2017
6
ისეთ სისულეებს წერ პასუხის მოფიქრებაც მეზარება .. უბრალოდ ბეცი ხარ რაგბში ;)
გგგ
04 აგვისტო 2017 12:16
0
სიახლეები პოპულარული