რაგბი. ლეგიონი: მერაბ მატკავა ბუქარესტის "დინამოში" ითამაშებს

AutoSharing Option
რუმინეთის ჩემპიონატი მომავალ უქმეებზე დაიწყება, იქამდე კი გუნდებმა ახალწვეულების პრეზენტაცია გამართეს. ასე მაგალითად, რუმინული რაგბის ერთ-ერთ გრანდში, ბუქარესტის "დინამოში" 14 ახალწვეულია, რომელთაგან ექვსი ლეგიონერია.

მათ შორისაა "ბათუმის" ყოფილი შერკინების კვაჭი მერაბ მატკავა. ის 26 წლისაა, ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილია. "ბათუმში" გადასვლამდე თამაშობდა ქუთაისის "აიაში".

მატკავას გარდა, რუმინეთის ჩემპიონატში კიდევ სამი ქართველი ლეგიონერი იასპარეზებს. ცხრა ნომერი ბიძინა სამხარაძე დიდი ხანია ბოლო დროს მუდმივად ჩემპიონობისთვის მებრძოლ "ბაია მარეში" ირჯება.

კიდევ ერთი ძველი რუმინული სარაგბო კლუბის, ბუქარესტის "სტიაუას" ღირსებას
დაიცავენ მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილი და შერკინების კვაჭი ლევან გენებაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული