გიორგი ცუცქირიძემ "ორიაკთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა, მორაგბე გიორგი ცუცქირიძემ საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ორიაკთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცუცქირიძე "ბორჯღალოსანი" წლეულს ერთა თასის გათამაშების პირველ ტურში, ბელგიასთან მატჩში გახდა. იქამდე კი წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში და ელიტური, პირველი დივიზიონის "ბრივის" სათადარიგო გუნდში (ესპუარები) ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ "ორიაკში" კიდევ ორი ქართველი მორაგბე, მერაბ შარიქაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი, თამაშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული