შერმადინის "ტენერიფემ" ბერძნული "პერისტერი" იოლად დაამარცხა

AutoSharing Option
ფიბას ჩემპიონთა ლიგის გასული წლის ფინალისტმა და შარშანწინანდელმა ჩემპიონმა “ტენერიფემ” სიჩქარე აკრიფა. ტურნირის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გიორგი შერმადინის გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. „ტენერიფემ“ ბერძნულ „პერისტერის“ უმასპინძლა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 89:68.

გიორგი მწვრთნელმა ზედმეტად არ დატვირთა: 17 წუთში ქართველმა 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 26 ქულით მატჩის ბომბარდირი კაილ გაი გახდა.

„ტენერიფესა“ და იერუსალიმის „ჰაპოელს“ 2-2 მოგება აქვთ, ხოლო „პერისტერი“ და „კარშიაკა“ ჯერაც გამარჯვების გარეშე არიან. მომდევნო
ტურში, 7 თებერვალს, შერმადინის გუნდი იერუსალიმში ითამაშებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული