Pundit Arena: გელა აფრასიძე - დაიმახსოვრეთ მისი სახელი!

AutoSharing Option
Pundit Arena-მა საქართველოში ახლახან დასრულებული 20-წლამდელ მორაგბეთა ჩემპიონატის ხუთი ვარსკვლავი გამოარჩია, რომლებიც გამოცემის აზრით, 2019 წლის მსოფლიოს თასს დაამშვენებენ იაპონიაში.

გელა აფრასიძის საოცარი ლელო ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]
გელა აფრასიძე: დავინახე, როგორ შეგვიძლია ელიტის გუნდებთან თამაში

სასიხარულოა, რომ ხუთეულში ერთი ქართველია - მესამე ნომრად დაასახელეს "უმცროს ბორჯღალოსანთა" 9 ნომერი გელა აფრასიძე.

"დაიმახსოვრეთ მისი სახელი! ეს ჩია აღნაგობის ქართველი გამორჩეული იყო ტურნირზე საოცარი ტემპითა და ფეხით ბრწყინვალე თამაშით.

მისი 55-მეტრიანი ლელო ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო კლასისაა. შერკინების ნახევარმცველი, ამავე დროს, კარგი დამრტყმელიცაა", - წერს გამოცემა.

აფრასიძის გარდა, ხუთეულში შეიყვანეს: 1. ლიუკ ჯეიკობსენი (ახალი ზელანდია), 2. გაბრიელ იბიტოიე (ინგლისი), 4. ასაფო აუმუა (ახალი ზელანდია), 5. მარკ-ქვინ აუგუსტუსი (სამხრეთი აფრიკა).
ერთი მორაგბე გამორჩა ყველას 13 ნომერი გიორგი გოგოლაძე რომელიც მონპელიეში თამაშობს და მარცხენათი კარგად ურტყამს .ძალიან ტექნიკური მორადბეა დადო კიდეც ლელო აბჟანდაძის შეცურებული სამხრეთ აფრიკასთან ხოლო კვესელაძის ლელო მისი შებრუნებული პასის დამსახურება იყო არგენტინასთან პირველ მატჩში.
გიორგი
22:48 22-06-2017
0
B-52 სრულად გეთანხმები. ერთი-ერთში დავწერდი მეც მაგ გვარებს. ერთსაც დავამატებ. ჯიმშელეიშვილი არის ძალიან კარგი მეორე ხაზელი. ყველაფერი აქვს ფაქტიურად და მეორე ხაზში დიდი ნაკრების საკადრო კრიზისის ფონზე აუცილებლად გამოგვადგება. ირლანდიასთან ერთი ულამაზესი ტრიალით ისე გაჭრა ხაზი, ჯიმშელეიშვილი კი არა ახალგაზრდა მაანონუ მეგონა. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა :)
fraternity
18:14 22-06-2017
0
სამი უდიდესი სარაგბო ქვეყნის ფალავნებთან ერთად ქართველი რომ მოხვდება ასეთ ხუთეულში უკვე საუცხოო ამბავია! რაც შეეხება საუკეთესოებს ჩვენს გუნდში იმედია არავის ეწყინება ყველას შემოვევლე მე გულებში მაგრამ: აფრასიძე, პაპიძე, კვესელაძე, სპანდერაშვილი, საღინაძე. ეს ბიჭები უბრალოდ უკვე მზად არიან სანაკრებოდ ასე მგონია! დიდი იმედით ველოდები მათ შემდგომ ზრდას. აბა თქვენ იცით ლომებო!!!
B-52
17:45 22-06-2017
0
მაგარი ბიჭია თუარ იზარმაცა დიდ რაგბს იYამაშებს. წარმატებებს ვუსურვებ.
quTaiseli
17:44 22-06-2017
0
ეს ფოტოც მაგარია და გელაც
gigo
17:13 22-06-2017
0
2019 წლამდე აგერ ზეგაც დაგვჭირდებოდა არგენტინელებთან - აფრასიძე ყველა 100-ივე პროცენტით მზადაა პირველ ნაკრებში სათამაშოდ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც....
მსქროლავი ტროლი
17:03 22-06-2017
0
გელა ძალიან მაგარია, წარმატებები მას! ფოტომ შემახსენა და შერკინების კვაჭი, პაპიძეც კარგი ბიჭია. საოცრად სტაბილური იყო დერეფნებში ბურთის მოწოდებისას. იმ ჯადოსნური ლელოს დროს კი მთელი მოედანი თავგანწირულად, მაღალ სიჩქარეზე, ბოლომდე მიჰყვა აფრასიძეს, რაც ასევე ძალიან დასაფასებელია კვაჭისთვის. რაც შეეხება ხუთეულს, ლუკ (და არა ლიუკ) ჯეიკობსენის ნაცლვად მე ახალზელანდიელსავე კალებ კლარკს შევიყვანდი მანდ. უძლიერესი ბიჭია, თითქმის შეუჩერებელი.
გიგლია
16:41 22-06-2017
1
გელა გაიხარე ძმაო,წინსვლა და წარმატებები,ვიცი შრომა არ გეზარება და მჯერა რო სულმალე ყველას დაუმტკიცებ რო ეს წარმატებული თამაში დროებითი არიყო და რეგურალურად გაგვახარებ ყველას
alika
16:11 22-06-2017
0
ძალიან სასიხარულოა რომ გელა ასეთ ვარსკვლავებს შორის დაასახელეს
ალეკსანდრე
16:03 22-06-2017
1
სიახლეები პოპულარული