კელტთა ლიგა იზრდება - როდის შეიქმნება ქართული "ფრანჩაიზი"?

AutoSharing Option
კელტთა ლიგისა (PRO14) და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ორი აფრიკული "ფრანჩაიზი", ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" და "საუთერნ კინგზი" კელტთა ლიგას შეუერთდებიან და მომავალი სეზონიდან უკვე ტურნირში ჩაერთვებიან.

ცხადია, გუნდების რაოდენობის ცვლამ გათამაშების ფორმატის ცვლილებაც გამოიწვია. 14 გუნდი ორ კონფერენციაში გაანაწილეს.

აღსანიშნავია, რომ კელტთა ლიგის, იმავე პრო14-ის ორგანიზატორები გუნდების რაოდენობის გაზრდას მომავალშიც გეგმავენ და ამბობენ, რომ ეს ტურნირი სამომავლოდ ერთ-ერთი გლობალური, საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება.

ცხადია, ეს ქართული რაგბის ქომაგებისთვის სასიამოვნო ინფორმაციაა, რადგან ქართული "ფრაინჩაიზის" შექმნასა და კელტთა ლიგაში
მის ჩართვასთან დაკავშირებით ლაპარაკი დიდი ხანია მიდის. პრობლემა ფინანსებია, რისი მოძიების შემდეგ საორგანიზაციო საკითხები, ცხადია, ბევრად უფრო სწრაფად მოგვარდება.

A კონფერენცია: მანსტერი (ირლანდია), ოსფრიზი (უელსი), გლაზგო (შოტლანდია), კარდიფი (უელსი), ქონოთი (ირლანდია), ზებრე (იტალია), ჩიტაზი (სამხრეთი აფრიკა)

B კონფერენცია: ჰლანეჰლი (უელსი), ლენსტერი (ირლანდია), ალსტერი (ირლანდია), ედინბურგი (შოტლანდია), ბენეტონი (იტალია), ნიუპორტი (უელსი), საუთერნ კინგზი (სამხრეთი აფრიკა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძაან მაგარი იქნება.ჩვენს რაგბის დონეს კიდევ უფრო აწევს.იმედია მალე დაადგება საშველი, თორე აფრიკელები იწყებენ უკვე თამაშს ევროპულ ლიგაში.ევროპასთან ჩვენ უფრო ახლო ვართ და არც ჩვენ არ უნდა დავაგვიანოთ..
0
ცხადია, ეს ქართული რაგბის ქომაგებისთვის სასიამოვნო ინფორმაციაა, რადგან ქართული "ფრაინჩაიზის" შექმნასა და კელტთა ლიგაში მის ჩართვასთან დაკავშირებით ლაპარაკი დიდი ხანია მიდის

ამ განცხადებს წყარო დადეთ
avtors
17:23 02-08-2017
0

სიახლეები პოპულარული