"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს

AutoSharing Option
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, სახლში "კლერმონთან" 3:36 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "შავი ლომის" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს:

ლევან მაისაშვილი: "ეს არ არის ის დასასრული, რასაც ვისურვებდი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რომ ასეთ შეხვედრაში მცირე შეცდომებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში. ვწუხვარ, რომ ამდენი მაყურებლის წინაშე დავმარცხდით. პირველად იყო ამდენი მაყურებელი "შავი ლომის" თამაშზე და ვერ შევძელით იმის გაკეთება,
რაც ჩავიფიქრეთ. თუმცა ფაქტია, უამრავი პრობლემის მიუხედავად, დღეს ქართული რაგბი სრულიად სხვა სიმაღლეზეა ასული და მჯერა, ეს წინსვლა მომავალშიც გაგრძელდება".

მერაბ შირაქიძე: "კლერმონი" უძლიერესი გუნდია, მაღალი დონის რაგბი ითამაშა და გასაქანი არ მოგვცა. არ გვინდოდა ამ თამაშის დათმობა და ლევან მაისაშვილს ბოდიშს ვუხდი, ასე რომ გამოვიდა. მას თავი არ დაუზოგავს და მინდა, გუნდის სახელით მადლობა ვუთხრა გაწეული შრომისთვის. მისი მწვრთნელობის პერიოდში ისეთი მოგონებები შეიქმნა, რომლებიც ქართული რაგბის ისტორიაში დარჩება. როცა რაღაც არ გამოგდის, ეს გამოცდილებაა, ცხოვრება ასეა მოწყობილი. რაც დრო გადის, მეტად ვრწმუნდები, რომ მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია და კარგი გუნდები მცირე შეცდომებსაც არ გპატიობენ".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
მეგობრებო, მიუხედავად გუნდებს შორის განსხვავდებისა, ეს არ არის ადეკვატური ანგარიში. ჩემი აზრით, რათქმაუნდა. მატჩის შემდეგ სტატისტიკას ვკითხულობდი, ბურთის ფლობის პროცენტი 54% 46-%-ის საპირისპიროდ, გაგიკვირდებათ და ჩვენს სასარგებლოდ. და ბოლოს 11-ჯერ წაგებული საკუთარი აუტი... ზამთარაძევ, კარგი ბიჭი ხართ და არ გიტყდებააათ? თუმცა, მარტო შენი ბრალი არ არის...
გიორგი 50
17:02 25-01-2024
1

17:01 25-01-2024
1

სიახლეები პოპულარული