ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

ორივე ნაკრებში კოვიდ-შემთხვევების გამო "ბორჯღალოსნების" თამაში გაუქმდა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებებს შორის 9 ივლისს გასამართი სერიის მეორე მატჩი COVID-19-ის გამო გაუქმდა.

გეგმურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების ბანაკში ვირუსის არსებობა დააფიქსირა. პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და იოჰანესბურგში თამაში აღარ შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 "ბორჯღალოსნების" ბანაკშიც დაფიქსირდა, გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ. მათ მდგომარეობაზე დაკვირვება 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი სამხრეთაფრიკელთა გამარჯვებით, 40:9 დასრულდა. "ბორჯღალოსნები" შემდეგ მატჩში, 17 ივლისს, შოტლანდიის ნაკრებს
უმასპინძლებს.

წყარო: Rugby.ge

alt"ბორჯღალოსნები" - "ბოკესთან" მეორე ტესტის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშაა

alt"ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია - გამოწვევა მიღებულია


ასევე დაგაინტერესებთ