მამუკა გორგოძემ თანაგუნდელი სიკვდილისგან იხსნა

AutoSharing Option
ფრანგული "მიდი ოლიმპიკის" ინფორმაციით, 21 თებერვალს საფრანგეთის პირველობის მორიგი მატჩის შემდეგ "ტულონი" შინ ბრუნდებოდა, ავტობუსში გუნდის მე-15 ნომერს, ავსტრალიელ ჯეიმს ო'კონორს გულის შეტევა მოუვიდა და ექიმის შველამდე მას პირველადი დახმარება ქართველმა თანაგუნდელმა მამუკა გორგოძემ აღმოუჩინა.

შემდეგ ო'კონორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის სავარაუდოდ 3 კვირას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ასეთ შემთხვევაში იყოჩაღა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კაპიტანმა, ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც კიევის "დინამოს" ოლეგ გუსევს გაუწია პირველადი დახმარება მოედანზე, როცა ამ უკანასკნელს შეჯახებისას ენა გადაეყლაპა. კანკავამ ამისთვის უკრაინაში სპეციალური ჯილდოც მიიღო.

იხილეთ
ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 8 /
გორგოძეს პიარი არ ჭირდება პიარი ჭირდება გლახაკებს და არაფლისმკეთებელ ადამიანებს.ნეტავი ეგეთი გაპიარებული ქართველი ყველა იყოს გინდ ადამიანი და გინდ რაგბისტი.მთელი სული და გულია მოედანზე რასაც ქვია.
qutaiseli
20:10 23-03-2016
0
გორგოძე კაცია რასაც ქვია და პიარი კიდე მასეთებს არ ჭირდება.ნეტავი ყველა ეგეთი გაპიარებული ყავდეს ჩვენ ქვეყანას და რაგბს.
qutaiseli
20:05 23-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული