სხვა

ავტოსპორტი

"ფულის შოვნის ლიმიტი უნდა არსებობდეს; კარგი იქნება, თუ ამ კანონს შემოიღებენ" - ლუის ჰამილტონი

AutoSharing Option
7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ ძალიან ანაღვლებს ადამიანებს შორის შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება.

"ერთ-ერთი რაღაც, რაზედაც ყოველდღიურად ვფიქრობ, არის უკიდურესი უთანასწორობა ღარიბებსა და მდიდრებს შორის, რაც უკვე ათასწლეულებია მოგვდგამს. როცა ლოს-ანჯელესში გაივლი, ქუჩაში უამრავ გაჭირვებულ ადამიანს შეხვდები...

ჩემი აზრით, ადამიანები მილიარდებს არ უნდა შოულობდნენ. რაღაც კონკრეტული ლიმიტი უნდა არსებობდეს, რის შემდეგაც ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ რაღაც მხრივ ერთნაირად იცხოვრონ. ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ ასეთი კანონის შემოღებაზე, ეს ყველაფერი თანასწორობას ხელს შეუწყობს, თუმცა ვერ ვხვდები, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს წესი იურიდიულად"
- განაცხადა ლუისმა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ