სერენა უილიამსი კორტზე იანვარში ბრუნდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი დეკრეტიდან გამოსვლას მაქსიმალურად ადრე გეგმავს, კერძოდ, "დიდი სლემის" ტურნირების 23-გზის ჩემპიონი 2018 წლის იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს აპირებს.

"ეს ძალიან მძიმე გეგმაა, რადგან ბავშვის დაბადებიდან მხოლოდ სამი თვე იქნება გასული. ამ გეგმას არ გადავუხვევ, თუმცა, საკმაოდ ინტენსიური ვარჯიში მომიწეს", - განაცხადა უმცროსმა უილიამსმა, რომელსაც ავსტრალიაში ტიტულის დაცვა უწევს.

სერენა ფეხმძიმედაა და შემოდგომაზე იმშობიარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული