სხვა

ჩოგბურთი

ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეათედ მოიგო - ნოვაკი კვლავ მსოფლიოს პირველი ნომერი გახდა

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩი 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში 6:3, 7:6, 7:6 დაამარცხა. 

სერბმა Australian Open-ი კარიერაში მათეად მოიგო და ამით კვლავ მსოფლიოს პირველი ნომერი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ ეს ნოვაკისთვის 22-ე გრენდ სლემია, რითიც ის რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა. 

როგორც იცით, ჯოკოვიჩი გასულ წელს ავსტრალიაში ვაქცინის არგაკეთების გამო არ შეუშვეს. გამარჯვების შემდეგ ის გუნდთან ერთად მივიდა და ცრემლები ვერ შეიკავა.
ასევე დაგაინტერესებთ