სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილი მონპელიეშია და სეზონის პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გასამართ 250-ქულიან ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენებური ძირითად ბადეშია და მისი მეტოქე პირველ წრეში კორტების მასპინძელი, 30 წლის და ამჟამად მსოფლიოს 52-ე ნომერი კონსტანტ ლესტიენი იქნება.

ჩოგბურთელებმა ერთხელ თურქეთის ჩელენჯერზე ითამაშეს და მაშინ ქართველი დამარცხდა. მათი კიდევ ერთი დაპირისპირება ამავე წელს მეცში უნდა შემდგარიყო, თუმცა მაშინ ლესტიენი თამაშზე არ გამოცხადდა.

წყვილში საუკეთესოს შემდეგ ეტაპზე ან ფრანგი გრეგუა ბარერი, ან ყაზახი ალექსანდრ ბუბლიკი ელის.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 87-ე ნომერი ბასილაშვილი 2023 წელს ჯერ კიდევ
პირველი გამარჯვების მოლოდინშია. მან 3-დან სამივე შეხვედრა დათმო.

ქართველის მატჩი ლესტიენთან სავარაუდოდ, 7 თებერვალს გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ