"რაც საქართველოს სახელით გამოვდივარ, ფრთები გავშალე"

AutoSharing Option
ფიგურულ ციგურაობაში ახალი სეზონის დაწყებამდე ორიოდ კვირაზე ოდნავ მეტი დარჩა. სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი საქართველოში მორის ყვითელაშვილის მიერ კორეაში გასამართავი ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. მასთან ინტერვიუ lenta.ru-მ გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

- მორის, უწინარესად გვიამბეთ, წლეულს რომელ ტურნირებზე გვექნება თქვენი ხილვის საშუალება?
- მთავარი შეჯიბრებები იქნება გრან პრის ეტაპი საფრანგეთში, ევროპის ჩემპიონატი მოსკოვში, ოლიმპიური თამაშები კორეაში და მსოფლიოს ჩემპიონატი მილანში. ამ ტუნირებს შორის შუალედში კიდევ ორ საერთაშორისო შეჯიბრებაში მივიღებ მომაწილეობას.

- ოლიმპიადა - ის ხომ ყველაზე მთავარია იმათგან, რომლებიც ჩამოთვალეთ...
- თვალთმაქცობა იქნება, რომ ვთქვა - არა. ძირითადად ისიც მორიგი ტურნირია, თუმცა მაინც განსაკუთრებულია, მსოფლიოს მასშტაბისაა, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დატვირთვით. საოცარია, მაგრამ საქართველოდან ჯერჯერობით მხოლოდ მე მაქვს ოლიმპიადის ლიცენზია. თუმცა, ვიცი, რომ საქართველოში კარგი მოთხილამურეები და მოციგავეები არიან. მათი სალიცენზიო ჩემპიონატი ჯერ კიდევ წინაა.

- გვიამბეთ ახალ პროგრამაზე. რამდენი ოთხმაგი ტრიალი გაქვთ ვარჯიშებში. ალბათ, არანაკლებ ექვსისა?
- ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. მოკლე პროგრამაში ძველი კომბინაციის დახვეწას ვცდილობთ: აქსელი, კასკადი 4-3 და ფლიპი. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ფლიპის ნაცვლად კიდევ ერთ ოთხმაგს ჩავსვამთ. მოკლე პროგრამისთვის მუსიკა, მოცარტის 41-ე სიმფონია შევარჩიეთ. თავისუფალ ვარჯიშში სამი ოთხმაგი ტრიალი მაქვს. თუმცა, გამორიცხული არ არის, ახალი იდეებიც დაგვებადოს.

- როდესაც რუსეთის სახელით ასპარეზობდით, რატომ არ გამოგდიოდათ მაღალი დონის სრიალი. საქართველოს სახელით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზეთ, სადაც მაყურებელმა სულ სხვა მორისი ნახა. ამბობდნენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მედალიც კი გეკუთვნოდათ...
- ამ კითხვას ხშირად მისვამენ. ძალიან გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ რუსეთის სახელით ასპარეზობისას პასუხისმგებლობას არ ვგრძნობდი. ასე არ არის. მთავარი მიზეზი იყო სწრაფი ზრდა სიმაღლეში და პროგრამის გართულება. არანაკლები როლი ითამაშა ტრავმებმაც. ამან ყველაფერმა დიდი ფსიქოლოგიური გავლენა იქონია. ამიტომ, რატომღაც, მომაკერეს იარლიყი "არასტაბილური", რაც ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო იყო.

- როგორ გაჩნდა საქართველოს ვარიანტი?
- ამაზე დიდხანს ვიფიქრე. ძალიან მინდოდა ოლიმპიადაზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასპარეზობა. რუსეთის სახელით ამ ტურნირებზე მოხვედრა ძალიან გამიჭირდებოდა. ამიტომ, ავირჩიე სხვა, უფრო რეალური გზა.

- ხომ არ ნანობთ?
- რატომ? საქართველოს სახელით ასპარეზობა საშუალებას მაძლევს უმაღლესი რანგის შეჯიბრებებზე გამოვიდე. მე განვთავისუფლდი, მხრები გავშალე, დავიწყე უფრო კარგად და სუფთად სრიალი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანს, რომელიც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შესაძლებელია, რათა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გამოვიდე. ცხადია, არ შეიძლება მადლიერების გრძობით არ მოვიხსენიო საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტი გაწეული მხარდაჭერისთვის.

ხშირად მეკითხებიან, რომელი ქვეყნის მოქალაქედ ვთვლი თავს. მიმანიშნებენ, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ეს კითხვა დაახლოებით იგივეა, გკითხონ დედა უფრო მეტად გიყვარს თუ მამა? ეს ხომ აბსურდია. დავიბადე და გავიზარდე მოსკოვში. ესე იგი, მოსკოვი დედაა. ვასპარეზობ ჩემი ისტორიული სამშობლოს სახელით. ეს ქვეყანა მაფინანსებს და მხარს მიჭერს. ესე იგი, ის მამაა. მე კი, დედა და მამა ერთნაირად ძლიერ მიყვარს.

- საქართველოში როდის ჩახვალთ?
- სავარაუდოდ, სექტემბერში. ძნელია გადაჭრით თქმა. ვარჯიშებისა და შეჯიბრებების საკმაოდ მჭიდრო გრაფიკი მაქვს.

- ქართულად ლაპარაკობთ?
- ვცდილობ.

- კონკურენციაზე, ალბათ, ლაპარაკიც არ არის?
- როგორ არა. ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭები არიან. მაგალითად, ირაკლი მაისურაძე. ის ძალიან ნიჭიერი მოციგურავეა, რომელიც საქართველოს სახელით დიდი ხანია, ასპარეზობს საერთაშორისო არენაზე. ნიკა ეგაძე - უდიდესი პოტენციალის მქონე მოციგურავეა.

ძალიან კარგი ნახტომები აქვს. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს ქორეოგრაფიაზე, სრიალზე, გაწელვებზე. კონკურენტია ყველა, ვისთანაც მომიწევს ასპარეზობა საერთაშორისო ტურნირებზე.

- თქვენი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია მსოფლიოში. როგორი ატმოსფეროა მისი ხელმძღვანელობით ვარჯიშისას?
- როგორ გითხრათ. სამწვრთნელო პროცესს ეთერ თუთბერიძე წარმართავს და საბოლოო სიტყვა მასზეა. ის ძლიერი პიროვნებაა და მისი ყველას სჯერა. სპორტული აღზრდის გარდა, ის მოსწავლეებს ცხოვრების გაკვეთილებსაც აძლევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული