"ვთვლი, რომ კონკურენტი არანაირ ასპექტში არ მყავს, საუკეთესო ფორმაში ვარ" - ინტერვიუ ქართველ მებრძოლ ელენე ლოლაძესთან

AutoSharing Option
ქართველი მებრძოლი ელენე ლოლაძე GAMMA World MMA Championships 2023-ზე იასპარეზებს. GAMMA გახლავთ შერეული საბრძოლო ხელოვნების გლობალური ასოციაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ქვეყანას აერთიანებს.

SPORTALL.GE დაინტერესდა, თუ როგორ ემზადება ტურნირისთვის ელენე და მის სამომავლო გეგმებზეც ვკითხეთ.

"GAMMA-ს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, რადგან ამ ტურნირის შემდეგ ვფიქრობ პროფესიონალური კარიერის დაწყებას და ჩემი აზრით, ამ ტურნირზე გამარჯვება დიდ წვლილს შეიტანს შემდგომ კარიერაში. გარდა ამისა, ეს არის მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, სადაც როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს შეუძლიათ მონაწილეობა და
მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთ კონკურენციაში ვლინდება საუკეთესო.

რაც შეეხება ჩემს მომზადებას და მზადყოფნას ტურნირისთვის, ვთვლი, რომ ტექნიკურ და არანაირ ასპექტში არ მყავს კონკურენტი, თუმცა ეს გახლავთ ოლიმპიური სისტემის ტურნირი და წინასწარი პროგნოზის გაკეთება ურთულესია, რადგან გამარჯვებულის ბედი შესაძლოა რამდენიმე ფაქტორმა გადაწყვიტოს. ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებ მომზადების პროცესში და საქართველოში აუცილებლად გამარჯვებული დავბრუნდები.

ეს წელი ჩემს კარიერაში საუკეთესოა. წელს წარმატებით ვიასპარეზე ათამდე საერთაშორისო ტურნირზე, სპორტის ხუთ სხვადასხვა სახეობაში. მათ შორის იყო ევროპული ოლიმპიური თამაშები და ჯიუ ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონატი. ეს ტურნირი აუცილებლად უნდა გახდეს ჩემი ლამაზი წლის ლამაზი დასასრული", - განაცხადა ლოლაძემ.

აღნიშნული ტურნირი ტაილანდის ქალაქ ბანგკოკში დეკემბრის თვეში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Warmatebebi ele, ♥️
1
წარ.ატებები
1

სიახლეები პოპულარული