კიბერსპორტი ოლიმპიურ პროგრამაში?

AutoSharing Option
ნიჩბოსნობაში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და პარიზი 2024-ის საგანაცხადო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ტონი ესტანგემ განაცხადა, რომ კიბერსპორტი, შესაძლოა, 2024 წლის ზაფხულის თამაშების პროგრამაში შეიტანონ. მან დაამატა, რომ აუცილებელია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის ამ სახეობის წარმომადგენელთა ურთიერთობა იმის გასარკვევად, რატომ არის კიბერსპორტი ასეთი წარმატებული.

"ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, რადგან არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ყველაფერს არანაირად არ აქვს კავშირი ოლიმპიადასთან, - მოჰყავს ესტანგეს სიტყვები სააგენტო AP-ს. - ახალგაზრდობა დაინტერესებულია კიბერსპორტით. საჭიროა მათთან შეხვედრა და საერთო ენის გამონახვა. საჭიროა საერთაშორისო
ოლიმპიურ კომიტეტსა და კიბერსპორტის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი, რათა ეს პროცესი უკეთ გავიგოთ".

ჯერჯერობით, პარიზი ოფიციალურად არ არის არჩეული 2024 წლის ოლიმპიადის დედაქალაქად. მისი კონკურენტია ლოს ანჯელესი. არჩევნები სექტემბერში, პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართება. სავარაუდოდ, პარიზს 2024 წლის თამაშებს მისცემენ, ლოს ანჯელესს - 2028 წლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული