გოლფში რუსეთის ჩემპიონი საკუთარი დედის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

AutoSharing Option
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მოსკოვში გოლფში რუსეთის ჩემპიონი არტიომ ნესტეროვი დააკავეს - ის საკუთარი დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც პოლიცია აცხადებს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სპორტსმენმა საკუთარ მეუღლეს დაურეკა და მკვლელობა აღიარა.

ნესტეროვი რუსული გოლფის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. გარდა ამისა, მას სპორტის ამ სახეობაში მწვრთნელობის 10-წლიანი სტაჟი გააჩნია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული