რონი ო'სალივანმა 22 წლის ბელგიელთან სენსაციურად წააგო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ინგლისელმა სნუკერისტმა რონი ო'სალივანმა ჩინეთის ღია პირველობაზე ბრძოლა მეოთხედფინალურ ეტაპზე შეწყვიტა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა 22 წლის ბელგიელთან, ლუკა ბრესელთან თითქმის მოგებული შეხვედრა სენსაციურად წააგო.

ინგლისელი კომფორტული უპირატესობით იგებდა - 4:1, მაგრამ ზედიზედ ოთხი ფრეიმი დათმო და 4:5 დამარცხდა. ბრესელმა ორჯერ ასიანი სერიის შესრულება შეძლო.

ბრესელი ნახევარფინალში მარკ უილიამსს შეხვდება, მეორე ნახევარფინალში კი შონ მერფისა და ალისტერ კარტერის ბრძოლა იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული