სხვა

სხვადასხვა

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა "ოცნების" სიის პირველ ოცეულში არიან

AutoSharing Option
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ორი სპორტსმენია - კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა.

სიაში თბილისის საკრებულოსა და მერიის ორი მაღალი თანამდებობის პირი, ასევე, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და მოქმედი პრემიერ-მინისტრი შედიან.

პარტიულ სიაში მე-4 ადგილს იკავებს "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის წევრი, იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი. სიაშია მისი მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც.

"ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულში მოქმედი უმრავლესობიდან მხოლოდ 5 წევრია.
პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში ხუთი ქალია.

წყარო: kvirispalitra.ge

ასევე დაგაინტერესებთ